StarCraft ბრუნდება: Blizzard-ი ღია სამყაროს შუტერს 2030 წლისთვის ამზადებს
Blizzard-მა BlizzCon-ზე StarCraft-ის ახალი პროექტი დააანონსა
23 საათის წინ
12 სექტემბრის, 20:091 წუთი კითხვა
BlizzCon-ის ღონისძიებაზე კომპანია Blizzard-მა გეიმინგ ინდუსტრიისთვის საკმაოდ მოულოდნელი და მასშტაბური სიახლე გამოაცხადა: ლეგენდარული StarCraft-ის სერია ბრუნდება, თუმცა სრულიად ახალი ფორმატში. როგორც The Verge იუწყება, 2030 წელს დაგეგმილი ახალი პროექტი არა ტრადიციული რეალური დროის სტრატეგია (RTS), არამედ ღია სამყაროს მქონე შუტერი (open-world shooter) იქნება.
სიახლის შესახებ სცენიდან Blizzard-ის ვიცე-პრეზიდენტმა, Dan Hay-მ ისაუბრა. ათწლეულზე მეტი ხნის პაუზის შემდეგ, ფრანშიზა კვლავ ყურადღების ცენტრში ექცევა. ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო პირველი სინემატიკური ტრეილერიც, რომელმაც მაყურებელს ახალი პროექტის ვიზუალური სტილი აჩვენა. თამაშის ოფიციალური სახელწოდება ამ ეტაპზე უბრალოდ StarCraft გახლავთ.
მეორე ცდა შუტერის ჟანრში
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც Blizzard-ი StarCraft-ის სამყაროს 3D შუტერის ფორმატში გადაყვანას ცდილობს. ჯერ კიდევ 2002 წელს კომპანიამ გამოაცხადა პროექტი StarCraft: Ghost. თუმცა, თამაში წლების განმავლობაში შემუშავების რთულ ეტაპზე გაიჭედა (development hell), სანამ 2014 წელს Blizzard-ის მაშინდელმა პრეზიდენტმა, Mike Morhaime-მ მისი ოფიციალურად გაუქმება არ დაადასტურა.
ახლა კი, ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, კომპანია კვლავ უბრუნდება ამ იდეას. ტრადიციული ზემოდან ხედვის სტრატეგიული გეიმპლეის ნაცვლად, ახალი StarCraft-ი მოთამაშეებს ღია სამყაროში გადაიყვანს.
რას ნიშნავს ეს გეიმერებისთვის
Blizzard-ს პროექტის დეტალებზე, გეიმპლეის კონკრეტულ მექანიკასა და სიუჟეტზე ჯერჯერობით დამატებითი ინფორმაცია არ გავრცელებულა. მიუხედავად იმისა, რომ თამაშის რელიზამდე საკმაოდ დიდი დროა დარჩენილი, 2030 წლისთვის დაანონსებული პროექტი გვიჩვენებს, რომ კომპანიას საკუთარი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სამყაროს სრულიად ახლებურად გადააზრება სურს.