Revolut-მა ყალბი სამთავრობო მოთხოვნების გამო მონაცემთა გაჟონვა დაადასტურა
4 საათის წინ
12 სექტემბრის, 14:571 წუთი კითხვა
ფინანსურმა პლატფორმა Revolut-მა მომხმარებელთა მონაცემების გაჟონვის ფაქტი ოფიციალურად დაადასტურა. როგორც TechCrunch იუწყება, უსაფრთხოების ინციდენტი ყალბი სამთავრობო მოთხოვნების გამოყენებით განხორციელდა.
კომპანიის ცნობით, მათ უკვე გააგზავნეს შეტყობინებები იმ მომხმარებლებთან, რომელთა მონაცემებსაც შეექმნა საფრთხე. ამასთანავე, Revolut-მა მომხდარის შესახებ ინფორმაცია დაუყოვნებლივ მიაწოდა შესაბამის სახელმწიფო სააგენტოს, სამართალდამცავ ორგანოებსა და ფინანსურ რეგულატორებს.
უსაფრთხოების გამოწვევები
მსგავსი ტიპის თავდასხმები, როდესაც ბოროტმოქმედები ოფიციალური უწყებების სახელით აგზავნიან მოთხოვნებს, სერიოზულ გამოწვევად რჩება გლობალური ფინტექ სექტორისთვის. Revolut-ში აცხადებენ, რომ საქმესთან დაკავშირებით მჭიდროდ თანამშრომლობენ მარეგულირებელ და საგამოძიებო ორგანოებთან.