რატომ უნდა გამოვრთოთ კომპიუტერი დენიდან ელექტროენერგიის გათიშვისას
მთავარი საფრთხე ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენის მომენტში იქმნება

Engadget-ის ცნობით, ელექტროენერგიის მოულოდნელმა გათიშვამ შესაძლოა თქვენი კომპიუტერი და სხვა ტექნიკა დააზიანოს. თუმცა, როგორც გამოცემა განმარტავს, ყველაზე დიდი რისკი ტექნიკისთვის არა უშუალოდ დენის წასვლა, არამედ ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენის მომენტია.
რატომ არის დენის დაბრუნება საშიში
როდესაც ელექტროენერგია ხელახლა ჩაირთვება, ქსელში ხშირად წარმოიქმნება ძაბვისა და სიმძლავრის მკვეთრი ნახტომი. სწორედ ამ დროს არსებობს ყველაზე დიდი საფრთხე, რომ კომპიუტერი ან სხვა ძვირადღირებული ელექტრონიკა მწყობრიდან გამოვიდეს ან დაიწვას.
ამის თავიდან ასაცილებლად, სპეციალისტების მთავარი რჩევაა, ელექტროენერგიის გათიშვისთანავე გამორთოთ კომპიუტერი და სხვა მგრძნობიარე მოწყობილობები როზეტიდან. ტექნიკის ქსელში ხელახლა შეერთება მხოლოდ მას შემდეგ არის რეკომენდებული, რაც ელექტროენერგიის მიწოდება სრულად აღდგება და სტაბილიზდება. ეს მარტივი ნაბიჯი დაგეხმარებათ, თავიდან აირიდოთ მოწყობილობების სერიოზული დაზიანება.