Big Tech სკოლებში ხელოვნური ინტელექტის დასანერგად ძველ მეთოდებს იყენებს
ნატაშა სინგერის ახალი წიგნი კომპანიების გავლენას ააშკარავებს
გუშინ
10 სექტემბრის, 20:241 წუთი კითხვა
დღეს ხელოვნური ინტელექტის სფეროში მომუშავე კომპანიები საგანმანათლებლო დაწესებულებებს აქტიურად არწმუნებენ, რომ AI მომავლის მთავარი მიმართულებაა და მის გარეშე მოსწავლეები შრომის ბაზარზე კონკურენციას ვერ გაუწევენ სხვებს. ამ ჩამორჩენის თავიდან ასაცილებლად კი ტექნოლოგიური გიგანტები სკოლებს საკუთარ რესურსებსა და სასწავლო პროგრამებს ხშირად სრულიად უფასოდ სთავაზობენ.
როგორც The Verge წერს, ეს მიდგომა სრულიად ახალი სულაც არ არის. New York Times-ის საგანმანათლებლო ტექნოლოგიების მიმართულების ჟურნალისტ ნატაშა სინგერის (Natasha Singer) შეფასებით, ინდუსტრია ზუსტად იმავე სტრატეგიას იყენებს, რომლითაც ბოლო 15 წლის განმავლობაში საკლასო ოთახებში საკუთარი გავლენა გაიმყარა.
ნაცნობი სცენარი საკლასო ოთახებში
თავის ახალ წიგნში „Coding Kids“ სინგერი დეტალურად აღწერს, თუ როგორ დაიკავეს ტექნოლოგიურმა კომპანიებმა ცენტრალური როლი განათლების სისტემაში კომპიუტერებისა და პროგრამირების უნარების პოპულარიზაციის დროს. იმ პერიოდშიც მთავარი დაპირება ის იყო, რომ კომპიუტერული მეცნიერებების ცოდნა სამომავლო კარიერულ წარმატებას უზრუნველყოფდა. შესაბამისად, კომპანიები სკოლებს საკუთარ ტექნიკასა და სასწავლო გეგმებს აწვდიდნენ, რითაც გრძელვადიან პერსპექტივაში თავიანთ მომხმარებელთა ბაზას და პლატფორმების ერთგულ აუდიტორიას აყალიბებდნენ.
ახლა კი, როდესაც ხელოვნური ინტელექტის ბუმია, ზუსტად იგივე ნარატივი მეორდება: სკოლებს აფრთხილებენ, რომ მოსწავლეები ჩამორჩებიან თანამედროვე ტენდენციებს, გამოსავალს კი თავად ტექკომპანიების მიერ შექმნილი ინსტრუმენტების გამოყენებაში ხედავენ.
განათლების ექსპერტები სკოლებს მოუწოდებენ, უფრო კრიტიკულად შეხედონ გიგანტი კომპანიების ინიციატივებს და გააანალიზონ, ემსახურება თუ არა ეს უფასო რესურსები ბავშვების რეალურ განვითარებას, თუ უბრალოდ მორიგი კორპორაციული გავლენის გაფართოების მცდელობაა.